ჯანაშია ნათია
გაზიარება

უჩა 

უჩა მიდის ქუჩაში,

უჩა დიდი ბიჭია,

უჩასხელა ბიჭებმა

უკვე კარგად იციან,

 

რომ უსაფრთხოდ მგზავრობას

წესები აქვს თავისი,

უამრავი ნიშანი

მოიგონეს ამისთვის.

 

ყველა გადასასვლელთან,

როგორც დედამ ურჩია,

უჩა დინჯად ჩერდება,

უჩა განა ურჩია?

 

ელოდება გულდასმით, -

ამწვანდება კაცუნა,

უჩა მაშინ გადაჭრის

ქუჩასროგორ? - კაცურად!

 

აიასე დიდია

უჩაასე ჭკვიანი,

ქუჩა უფრო დიდია

და მრავალნიშნიანი.

 

აქ წყვეტილი ხაზია,

იქ ირიბი ნიშანი,

ამ ნიშნების შესწავლა

მართებსმძღოლი ვინც არი.

 

უჩა განა მძღოლია?

უჩა მხოლოდ მგზავრია,

ფეხითმოსიარულე

და ჭკვიანი ძალიან.

??????