წიკლაური მარიამ
გაზიარება

ავტომანქანა 

ჩემი ავტომანქანა

დავქოქე და გაქანდა.

პი-პიმიჰქრის გზაზე

ასჯერ სწრაფად სხვაზე.

ეშინია ბარბის:

რა გიჟივით გარბის!

გადაკვეთა ქუჩა,

მოედანისკვერი,

გადააგდო გზიდან

ურიკა და ცხენი.

მუხრუჭები არ აქვს,

გარბისჰერიჰერი!

აადინა მტვერი

კუთხესა და კუნჭულს,

ფრთა მოტეხა ლამის

ბატის ყვითელ ჭუჭულს.

შუქნიშანი ბრაზობს:

 რად არ იცავ წესრიგს?

წითელს ვანთებ
სდექსდექ,

შენ მაინც არ გესმის.

ქვეითი და მგზავრი,

შეაშინა ყველა,

ბარბი ისევ ყვირის

ნელანელანელა!

დავუძახოთ პატრულს,

გააჩერებს ხელად!

დათუნია ბღავის:
ვაითავითავი!
დაეჯახა ვაგონს. _
პასუხი ვინ აგოს?
ვინ და მძღოლმა!
– ბრაზობს დამსხვრეული ავტო:

აღარ ვეთამაშები

უწესრიგო პატრონს.

??????