ლეკიაშვილი ლექსო
გაზიარება

ბანალური ლექსი ანუ ლექსი, რომელსაც ყველა დაწერდა 

ჩემი ხარ, მაგრამ ვეღარ გავარკვიე,
ამორძალი ხარ თუ ჰურია?
ემაგ ძუძუსთავებს, ვნებით დაცქვეტილებს,
ჩემი მოფერება სწყურიათ!

ხშირად მინდა ხოლმე, შენი თეძოები
მტევნები რომ იყოს ვაზისა,
და მერე ლოგინში, როგორც საწნახელში,
მართლა მტევნებივით დავსრისავ!

და წვენსაც გაგადენ, ქვევრებში ჩაგასხამ
და მერე შენთან ერთად დავთვრები,
მერე დაგაძველებ და მერე შენთან ერთად
უფრო ამერევა დავთრები.

ვიცი, რომ ძალიან, ძალიან გსიამოვნებს,
ცოტა უხეშად რომ გეხები,
აწითლებულან და ვნებით კანკალებენ
ჩემს მხრებზე ჯვარცმული ეგ შენი ფეხები.

ხვალ ალბათ ისევ ცოლიც მეჩხუბება
ატეხილს...
გატეხილსიტყვიანს...
ჩუმად, საყვარელო! ხალხმა არ გაიგოს!
ლექსი მიუძღვნაო _ იტყვიან!

??????