ფისო, ფისო!
დედამ გოგონებს ფაფა მიუტანა.
_ უჰ, რა ცხელია!
_ ორთქლი ასდის! _ კისკისებდნენ პატარები.
_ სანამ განელდება, მოდი, `ფისო, ფისო~ ვითამაშოთ! _ შესთავაზა ნატომ მაიკოს.
_ ხელი არ მატკინო! _ გააფრთხილა მაიკომ და თამაშობა დაიწყეს.
_ ფისო, ფისო, ფისო... _ ჩურჩულებდა ნატო და თან ალერსით უსვამდა ხელს მაიკოს თითებზე.
ტახტზე მთვლემარე ფისომ თვალები დააჭყიტა, კუდრაჭები მეძახიანო, _ ისკუპა ტახტიდან და კუდის ქნევით მაგიდასთან ჩამოცუცქდა.
`იფ, ფაფის რა საამო სუნია~, _ ნერწყვი მოერია მსუნაგს.
_ ფისო, ფისო, ფისო, _ ალერსიანად იმეორებდა ახლა მაიკო.
`რა მოეჩვენათ ამ კუდრაჭებს? მე მეფერებიან, ზედ კი არ მიყურებენ!~ _ უკვირდა ფისოს და ფაფიან ლამბაქს თვალს არ აშორებდა. ბოლოს, სურვილმა სძლია, მაგიდაზე ახტა და ორივე ლამბაქი პირწმინდად მოლოკა.
`ეს რა კარგი თამაშობა უსწავლიათ~, _ ნებივრობდა ტახტზე მოკალათებული ფისო.
_ შეგარგოთ, შვილებო! _ დალოცა დედამ ბავშვები და ცარიელი ლამბაქები სამზარეულოში გაიტანა.
_ ვინ შეჭამა ჩვენი ფაფა? _ გაიკვირვეს გოგონებმა.
_ მიაუ... `გმადლობთ~, _ დაიკნავლა ფისომ და ულვაშები გაილოკა.