შავკანიანთა მოდგმის აღთქმა (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))
ჩვენი შვილები უკვე პატივს არ მოგვაგებენ.
რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების გზებს ვერ მივხედეთ
მუხლმოყრილებმა რომ გაჰკვალეს ეკალ–ბარდებში,
ჩვენი შვილები საკუთარ გზას ვერ პოულობენ.
რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების ღმერთი გავდენეთ,
ჩვენი შვილები ვერ ლოცულობენ.
რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების არ მოგვწვდა მოთქმა.
შვილებს არ ესმით ჩევნი ტირილი
რადგან ჩვენ ჩვენი მშობლების სიბრძნე ქარს გავატანეთ,
გზაარეული ჩვენი შვილები
გზაარეულებს აჩენენ შვილებს
რადგან მივეცით დავიწყებას, როგორ გვიყვარდეს,
კარიბჭეს მტერი მოადგა უკვე,
და ჩაგვახედა სარკეში სადაც ჰყვირის სამყარო
„სიძულვილის სამადლობელი“
ამიტომ დავდეთ აღთქმა ერთურთს ჩავჭიდოთ ხელი
რომ ჩავეკონოთ ჩვენს თავმდაბლობას,
რომ ვუერთგულოთ ჩვენს სიმარტოვეს
რომ უმეცრება ჩვენი გავფანტოთ,
რომ დავაპუროთ ჩვენი შიმშილი,
რომ შევიმოსოთ დაკონკილი სიშიშვლე ჩვენი,
რომ ჩავიდინოთ მხოლოდ სიკეთე,
იმის შეგრძნებით რომ გაცილებით მეტი ვართ ვიდრე
მხოლოდ მეურვე ძმების და დების,
ჩვენ თვითონა ვართ საკუთარი ძმები და დები.
ღირსმისაგებლად მათთვის ვინაც უფლისთვის იღვწის
და ადიდებს ოქროს ენებით,
მადლმისაგებლად იმავე ღმერთის
ვინაც დაგვტოვა ჩვენ უიმედო და ცარიელი,
ჩვენ დავდეთ აღთქმა.