დი პრიმა დაიანა
გაზიარება

* * * ( მე შეგიყვარე ოქტომბრის თვეში) (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)) 

მე შეგიყვარე ოქტომბრის თვეში
როცა კულულებს ეფარებოდი
და დაყვებოდი საკუთარ ლანდს
სახლის კუთხესთან
ნოემბერში კი  შენ შეავსე
მთელი ჰაერი
საწოლის თავზე ოცნებასავით
ჩემს შინაგან ყურს
რომ  უწიოდი საამურ შველას
დეკემბერში კი  ჩაგჭიდე ხელი
როცა შუადღით  მინავლდა შუქი
და  დაბრუნდა უკან აისში
შენი სიმღერით
შოტლანდიის სანაპიროსთან
იანვარია და შენ ჩუმად  უჩინარდები
შენს ორეულში
მისი ლაბადის ძვირფას ღილებში
შენს  აჩრდილს თოვლი  ირეკლავს  და შენ  ქარს მიყვები,
შენი ახალი სიმღერა კი წყვეტილად სხლტდება
ჩვენი ლამაზი მოწყენილი ბინის სარკმლიდან .

??????