* * * (ვინც ვერ იპოვა სავანე-დაბლა) (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))
ვინც ვერ იპოვა სავანე-დაბლა
მაღლაც ვერ პოვებს-რადგან ჩვენს გვერდით
ბინა ანგელოზთ უჭირავთ მუდამ,
არა აქვს აზრი სად დავსახლდებით-
61
ღმერთო მაღალო!
იზრუნე თაგვზე!
განუწყვეტლივ რომ კატა აწამებს!
შენს სამეფოში გთხოვ შეიფარე
გამოუნახე ვირთხის სასახლე!
ქერუბინების თახჩაში ჩასვი,
რომ ხრას და ჭამოს მთელი ცხოვრება,
ვიდრე ის ჟამი გარდაუვალი,
ბნელი ზეიმის,გადაგორდება!