სტივენსი უოლეს
გაზიარება

შაშვზე დაკვირვება ცამეტი კუთხიდან (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)) 


თოვლით დაფარულ თორმეტ მთას შორის, 
შაშვის თვალები იყო მხოლოდ 
მოძრავი არსი. 
II 
სამად გამეყო ცნობიერება, 
ხის მსგავსად 
სამი შაშვი რომ იჯდა. 
III 
შაშვს შემოდგომის ქარაშოტი აფარფატებდა. 
ეს იყო ციცქნა მონაკვეთი უხმო სპექტაკლის. 
IV 
ქალი და კაცი 
არის ერთარსი. 
ქალი კაცი და შაშვი 
არის ერთარსი. 

მე აღარ ვიცი რა ავირჩიო: 
მშვენიერება ხმის სინარნარის 
თუ სილამაზე ხმაში დაფლული, 
შაშვის გალობა 
თუ შემდგომი  გარინდულობა. 
VI 

ველური ყინვით ლოლუებმა დაფარეს მინა. 
შაშვის აჩრდილი  ჯვარედინად 
მოედო სარკმელს. 
განწყობა გაჰყვა 
ფეხდაფეხ აჩრდილს 
როგორც მიზეზი ამოუხსნელი. 
VII 

ჰოი, ჰადემის გალეულო მამაკაცებო, 
ნეტავ ვიცოდე რად ოცნებობთ ოქროს ჩიტებზე? 
ნუთუ ვერ ამჩნევთ 
ვით დაფრენენ შავი შაშვები 
თქვენს შორიახლო მოსეირნე ქალების ფერხთით? 

VIII 
ვიცი თუ როგორ ვისაუბრო კარგი გამოთქმით, 
ნათლად უბრალოდ მიგნებული კარგი რითმებით, 
მაგრამ ხომ ვიცი 
შავი შაშვია მოზიარე 
რაც კი რამ ვიცი. 
IX 
როდესაც შაშვი მიიფარა თვალთახედვიდან 
ზღვარი გაავლო 
მრავალთაგან ერთ-ერთი ციკლის. 

თვით ევფონიის მეძავებსაც კი 
უკმეხი ხმები აღმოხდებოდათ, 
რომ დაენახათ შავი შაშვები 
მწვანე ნათელში როგორ დაფრენდნენ. 
XI 
ის მოდიოდა ქონექთიქუთიდან 
შემინული დიდი კარეტით 
და უხმო შიში ჩაეჭრა გულში 
როცა ჩათვალა ეტლის ჩრდილი 
შაშვის გუნდებად. 

XII 
მდინარე მისჩქეფს. 
ვალდებულია იფრინოს შაშვმა. 



XIII 
მთელი შუადღე იყო მიმწუხრი. 
თოვდა და თოვლი 
ფიქრობდა მოსვლას. 
შაშვი კი იჯდა 
კედარის ტოტზე. 

??????