ქამინგსი ედუარდ ესთლინ
გაზიარება

თუ არსებობენ ცანი ცათანი (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)) 

თუ არსებობენ ცანი ცათანი ერთს ალბათ დედა დაიმკვიდრებს(მხოლოდღა
დედა).ის არ იქნება იების  ზეცა
არც მყიფე  ზეცა მინდვრის შროშანთა
ის უსათუოდ იქნება ზეცა შავი ვარდების
მამა იქნება (როგორც ვარდი
ღრმა და მაღალი)                    
ჩემს სიახლოვეს
(მდუმარებაში
მის გვერდით რწევით)
თვალებით რომელნიც ნაღდად ყვავილის ფურცლები არიან და ვერ ამჩნევენ
ვეღარაფერს პოეტის სახით რომელიც მართლაც
ყვავილი არის და არა სახე
სახე ხელებით
რომელიც ჩურჩულებს
ეს არის სატრფო ჩემი
(უცებ მზის შუქში
ის მას თაყვანს სცემს,
და მთელი ბაღი მასვე სცემს თაყვანს).

??????