მამფორია ოთარ
გაზიარება

ქალები ამბებს ჰყვებიან ისევ 

 

ქალები ამბებს ჰყვებიან ისევ
შენც იტყვი რამეს, ქალი ხარ რადგან
და ჩვენს სიყვარულს ახსენებ ისე
ვით მგზავრობაში ყურმოკრულ ამბავს
გულში კი სევდა გაჩნდენა ძველი
რად ვთქვიო, შენს თავს დაჰყვედრი თვითონ
და კლავიშებზე დახრილი ხელით
გაწყვიტავ სიტყვას, არ გახსოვს თითქოს
მაგრამ ამბავი განაგრძეს სხვებმა
ვეღარ დამალე სათქმელი მაინც
გაგიცივდება ტუჩშეუხებლად 
ჩინურ ფინჯანში დასხმული ჩაი... 
გვიან კისკისა ქალები წავლენ
დაირაზება დარბაზის კარი 
და მოგონებით ანთებულ თვალებს
ვით საშიშ ხანძარს, შეხედავს ქმარი... 

 

??????