ჯაფარიძე ზურაბ
გაზიარება

ხალხურ მოტივებზე 

მუცოს თორღვაის ციხეში
თორღვას აბჯარი სტიროდა,
ციხის ძირს კვნესდა ფოლადი,
ჯაჭვის ცრემლ ჩამადიოდა.
ლანდი თორღვაის ცხენისა
მუცოს ჭალებში რბიოდა,
შეშლილი ქარი კლდეებში
დაჭრილ ვეფხვივით დიოდა.
დევთ დაეგუბათ არაგვი,
ვახ, რა ამაყად დიოდა,
ვახმე, კოპალას ისარი
დევთა გუნდს ვერ მისწვდიოდა
ლუხუმს მოუკლეს მკურნალი,
ლაშარს ვერ ამადიოდა,
ქისტს აღარ მტრობდა ხევსურ
მაინც სისხლის სუნ სდიოდა.
მუცოს თორღვაის ციხეში
ჯაჭვის ცრემლ ჩამადიოდა...

??????