კვიცარიძე მერაბ
გაზიარება

სიკვდილიდ ფორმულა 

აღარსად მოჩანს ნაპირი ძველი,

არც გარინდებულ ჩიტების სტვენა,

გამქრალა ირგვლივ ყველა სულდგმული,

მიწაც განიცდის ამ ფოთოლცვენას.

მდინარე მდორე ტალღებს აღელვებს,

ლელიანებში ფოთლები დუმან,

მოისმის მარტო კვნესა მეომრის

ძინავს ბრზოლის ველს, არ ძინავს დუშმანს.

არავინ იცის წარმომავლობა,

არც ზეციერის, არც მიწიერის,

ამ სიჩუმეში ვერავის ვხედავ,

ვერც მე ვერ მხედავს ახლა ვერავინ.

მივდივარ, ჯვნესის ხმა ახლოვდება,

ვირაცა ფიქრობს ბედისწერაზე,

უცებ მომესმა, ვაიმე დედა,

ავლაპარაკდი ყველა ენაზე.

მივედი ახლოს, შველა მომინდა,

სუნთქვაც მომესმა თითქოს წყვეტილი,

იქვე დაისვა როგორც სიცოცხლის

ასევე ლექსის მრავალწერტილიც! 

??????