* * * გუნდში ყველაზე თეთრი მტრედი
გუნდში ყველაზე თეთრი მტრედი აფრინდა: მყავხარ.
ჩუმად იღება ფანჯარა და კარსაც ათრთოლებს.
ტყე დააბიჯებს ფეხაკრეფით ოთახში ახლა.
ისე ახლოს ხარ, თითქოს დამტოვე.
ჩემი ხელიდან მაინც იღებ ვეება ყვავილს:
ის არც თეთრია, არც ცისფერი, და მაინც იღებ.
არც ყოფილა და არც ახლაა იქ, სადაც ყვავის.
არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ ნატვრამ აჯობა იღბალს.