სტურუა ლია
გაზიარება

დაკარგული ნახევარი 

მარტო თავისთვის კი არ მოკვდა,
მეც ამომაჭრეს ავადმყოფი ორგანოსავით,
ვაგრძელებ ნახევარცხოვრებას:
იოდი ჭრილობაზე _ სითბო,
თოვლის საპირისპიროდ,
ზაფრანას ყვავილები,
სამზარეულოს შარავანდედი _
დათმობა ყოფისთვის, 
ნეფრიტზე რა თქვეს?
მძივებით თამაში,
კოხის ჩხირებით არითმეტიკის აშენება,
წყნეთის ჰაერი, ჩატენილი
ჩინურ ბალიშებში,
რა მიგნებაა!
დღის გაგრძელება,
ღამის უფრო შესატყვისობის მიუხედავად...
ნახევარწიწილა, ნახევარადამიანი...
სანამ მთელი ხარ,
მეორესთან ერთად,
ცულის პირზე ეტევით,
მარტო რომ დარჩები, 
სინათლის, გაზის, დღის სითბოს
ბოლომდე ისრუტავ, მაინც არ გყოფნის
_ რა შეუსაბამობაა! _ ვფიქრობ ჩემთვის...

??????