ლარცულიანი ნინო
გაზიარება

წმინდა ნინო 

ნინო,ნათელო, ცადაფენილო,
ჩამოფენილო სულის ბუდეში,
მე შენს სიყვარულს
ფრთხილად ვინახავ,
ფრთხილად ვინახავ,
გულის უბეში.
მივეახლები წმინდა მაყვლოვანს,
აქ ჰაერია შენი ნალოცი,
გულს გადაგიხსნი,
როგორც სალოცავს,
შენ გამომიშვებ
ასგზის დალოცვილს!
გარს შემოვუვლი პატარა საყდარს,
ხის ქვეშ შეყუჟულს,
მტრედის ბარტყივით,
და მომწყურდება მე შენი ნახვა,
ცისკრის ლოცვაზე
წრფელი ბალღივით!
შევალ სიონში და სურნელება
შემომეფრქვევა ვაზის ჯვარისა,
შემომენთება მხებზე კოცონი,
როგორც მეომარს დიდი ჯარისა!
თმაო, შემკვრელო ვაზის ლერწისა,
ასე შეკარი სამშობლო ჩემი,
გადაატარე ხიდზე ბეწვისა,
შემოარიგე ჩვენთან გამჩენი!
ნინო, ნათელო, ცადაფენილო,
ჩამოფენილო სულის ბუდეში,
მე შენს სიყვარულს,
როგორც მაყვლოვანს,
ვახარებ ჩემი გულის უბეში!..

??????