ლექსი ქართული
სატევარივით წელგამართული.
- პირით ფხიანი,
- ბწკარვეფხვიანი,
ორომტრიალში
ფიცხლად ჩართული.
ჩემი ლოცვაა
ლექსი ქართული
პატიოსნება
შემონახული.
- ტანვაზიანი,
- მაღალზნიანი,
ტაძრის ჩუქურთმად
გამოკვალთული.
ჩემი ხსნა არის
ლექსი ქართული,
ბარემ მოვარდეს
და გადამთელოს.
ლექსმა და ლექსმა
მზით დანამწყემსმა,
უნდა ბუნებით
ისაქართველოს!