წმიდა გიორგი
მხრებით დაატარებ ვარსკვლავის მოსასხამს,
შენი სახელია ორპირი მახვილი,
და თუ მოგიწოდე, თეთრ მხედრებს მოასხამ!
ციდან მოგაქროლებს ღრუბლის ბედაური,
ჰაერში რომ ტოვებს ცეცხლის ნაფეხურებს,
წმინდაო გიორგი,იბერს რომ ჩაუვლი,
თავზე მოწყალების ფარად დაგვეხურე!
შენს მზერას ვერ უძლებს ვერცერთი წარმარ-
თი, ვერცერთი მგმობელი წმინდა სამებისა,
შენამდე გზა არის სინათლის აღმართი,
თავს გადგას გვირგვინი ია-სამ-ნებისა...
მახსოვს, შენი სისხლი მზის თასში ჩაღვარეს,
თავზე დაგახვიეს გუნდი ქნარებისა,
ყველამ ქვეყანაზე თავები დავხარეთ,
გვესმოდა ქუხილი ცათა ზარებისა!
შენ ხარ მზის ბოკვერი, წმიდაო გიორგი,
მხრებით დაატარებ ვარსკვლავის მოსასხამს,
ქვეყნად ჩვენი ბრძოლა გახდება იოლი,
თუ ანგელოზების დიდ ლაშქარს მოასხამ!
...დღეს ქრისტეს მხედრები
საომრად გვაწვიე!
წმიდაო გიორგი,
ეჰა, შეგვეწიე!!!