სოლომნიშვილი ზინა
გაზიარება

* * *"ადამიანის წუხილს" 

ადამიანის წუხილს,
სიხარულს
ყველგან,
ყოველთვის
დავყვები გვერდით;
მკერდზე
ფლოქვებს მცემს
შეშლილი გული,
ღამეს რა მოაქვს,
ვაი, რომ ვხვდები.…
ასაფეთქებელ
ვულკანს ვედრები,
სხვა როგორ იტყვის
იმას, რაც ვერ ვთქვი!..
საპატიმრო ვარ
და ჩემს კედლებში
შექმნის-შობისთვის
გიჟდება ღმერთი!

??????