სოლომნიშვილი ზინა
გაზიარება

* * * "მთებს აპრილი დაჰკისკისებს" 

მთებს აპრილი დაჰკისკისებს სერაფიტად,
ცხელ მიწაზე დაკონებას მთხოვს სხეული,…
აბა, მითხარ, მე უშენოდ მზე რად მინდა?!
ლერწამი ვარ, სალამურად მომსხვრეული.
ნუ გამისწრებთ, წლებს მივკივი მდევარივით,
მე ამ ქვეყნად ვარ სიტკბოსთვის მოწვეული,
კახურ ვაზზე ასაგლეჯი მტევანი ვარ,
შენს ცხელ გულზე დასაწურად მოწეული.

??????