სეიდიშვილი ლადო
გაზიარება

* * * "მორიელივით საკუთარ თავს" 

მორიელივით საკუთარ თავს იგვემავს კუდით
ღამე,
რომელიც არ არის ღამე -
იგია შავად შენიღბული უცნობი ქურდი,
რომელიც გულებს მორგებული საკეტით აღებს:
აშიშვლებს ვნებებს და სირცხვილიც არ არის ურცხვი,
რადგან სიშიშვლე დადის უჩინ-მაჩინის ქუდით -
არა ჰყავს მოწმე არც ალერსს, არც პატარძლის კურცხლებს,
რახან ღამეა შენიღბული ცბიერი ქურდი,
რომელიც ჭისკარს საიდუმლო საკეტით აღებს...

მთვარეს სხვებისთვის არ სცალია, გადაჰყვა მუნდირს:
რა ესაქმება ვინ მრუშობს და ვინ ვის გულს აღებს.
შემოხვევია ყელზე შავი კირჩხიბის კუდი
და შედგომია
ფეხაკრეფით სასახლის თაღებს.

??????