ლანჩავა თეიმურაზ
გაზიარება

* * * "დაბერდა თვალიც..." 

დაბერდა თვალიც, ოღრაშობს,
ახლომახლოში ბალახობს,
არ უნდა დატკბე, ოდნავ შორს
რაცაა, რომ დაგანახოს.
არ უნდა მოგკლას სნეული,
შურით გაგთანგოს ვნებიდან,
ამოაპაროს სხეული
გახუნებული ჩვრებიდან.
არადა კაბის შრიალი
გინდა შეიგრძნო ბოლომდი,
ადრე შორს იხედებოდი,
სულ სხვანაირად ცხოვრობდი.
საღერღელს უნდა გიშლიდეს
კარჩაკეტილი გალია,
ხვდები, საბრალო სიმშვიდე
დაბერებული ქალია.

??????