ლანჩავა თეიმურაზ
გაზიარება

*** "მიწას ჯართივით" 

მიწას ჯართივით მიაბარა მამინაცვალი,
ცივი ხელებით შეისრისა მწყრალად ღაწვები,
იძინე შენთვის, _ უგემურად წაიჩურჩულა, _
შენ დღეის შემდეგ დედაჩემთან ვეღარ დაწვები.
დაბრუნდა სახლში, სად ახლობლებს
ჰქონდათ პურობა,
მიუჯდა სუფრას მომღიმარი, ხალისიანი,
ცხონდიო, ვით სხვამ, იმანაც თქვა,
თავჩაქინდრულმა
და ადღეგრძელა არა როგორც თავისიანი.
ქვრივი კი წყნარად აყურებდა
ხალხის განაჩენს,
დახუნძლულიყო სიტყვით სუფრა,
ხილის ბაღივით,
სასომიხდილი, სევდიანი, განაწამები,
ჩანდა ნათურებგადამწვარი
ბროლის ჭაღივით.

??????