სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

სად არის, სად?! 

ღამეა წყნარი, არც ისე ბნელა,

შორს ჭრიჭინების ბაასი მეფობს.

თოვლის ქვეშ ზღაპარს იტყვის ენძელა

და შენ შეჰყვირებ კაცი, ვით ბექობს.

დაჩეხილ სხეულს, ამღვრეულ თვალებს,

ვინ დააბრალებს ხელდახელ მტრობას?

ბუხრის კვამლს გაჰყვა ის სიყმაწვილე,

თავქვეშ დაეგდო დიდ მარტოობას...

თოკით დავკოჭავთ აღრენილ ზარებს,

მოვლენ და წავლენ ნაცნობი მკვდრები...

კაცს, კაცს ეძიებთ, არ გეზარებათ?

იწამეთ ღამე და ნანგრევები.

შენი არ ვიცი, მე დავითენთე,

სად არის სადა... ქვეყნიერება?

როგორ არ მინდა რომ ხვალ გათენდეს,

როგორ არ მინდა ბედნიერება.

??????