ხორნაული ვაჟა
გაზიარება

ყვავილის თავდავიწყებით 

მუდამ ეს მენატრებოდა
და ახლაც ამას ვინატრებ:
შენ იყო ჩემი კუნძულის
წყაროს წყალი და სინათლე,
მე ქარში მიგიძღვებოდე,
შენ ჩემთვის ხატად ბრწყინავდე,
გალობა სიყვარულისა
(დღესასწაული გულისა)
ისმოდეს დილით დილამდე...

ყვავილის თავდავიწყებით
სიცოცხლეს შენთვის ვწირავდე.

??????