ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "აკაციები" ექსკლიუზივი

აკაციებზე ლოკოკინის ღვთიური ლორწო,
და ორი სულის იმედი აქ ნაციები,
აწ სულერთია, საყვარელო რომელი მოგწონს,
ლოკოკინები თუ ეს მწვანე აკაციები.
აწ სულერთია, საყვარელო რომელი მოგწონს,
მე მსასოოვარ ზმანებში დავეხეტები,
ვერ გაანელებს ვერაფრით დანთებულ კოცონს,
დასავიწყებლად ღმერთი, რჯული, არ მემეტები.
ჯვარი სწერია ჩემს ხეტიალს, სწერია ჯვარი,
მე ისევ ისე ვაკოწიწებ ტკივილთა გვირგვინს 
თან უწმინდესი შეხვედრების წამყვება ჯავრი, 
როცა უბრალოდ გაიზრდება თვითმკვლელთა რიგი.
არა და არა! არც მკვლელობა, არც თვითმკვლელობა,
თორემ ქალთა ბრბო თვით ტკივილშიც გულმავიწყია,
ღმერთმა შეგინდოს მიწიერი უსანთელობა,
ჯერ სიყვარულში მათხოვრობა არ დამიწყია.
ზეცამ შეგინდოს, ბაგეებზე მოლოკვილ ლორწოს,
ისევ იხსენებს გული, შენით აქ ნაციები.ა
აწ სულერთია, საყვარელო რომელი მოგწონს,
მე, ლოკოკინა, თუ ეს მწვანე აკაციები.

??????