კუხიანიძე ზურაბ
გაზიარება

* * * "ღამით უცებ" 

ღამით უცებ გამაღვიძებს
ტელეფონის წკრიალი...
-სასწრაფოა?-მეკითხება
ხმა უცხო და გვიანი.

-შეეშალათ!-
და ხმა მქონდა
დამცხრალი და მზრუნველი.
-უი, დედა!
ეს სად მოვხვდი?!-
და აკვნესდა ზუმერი.

კედელ-ყურე გაიჭედა
უსიამო დუმილით...
ხელთ რომ ჩიტი შეგაკვდება,
ისე დავდე ყურმილი.

??????