ციერმა ცრემლმა
უცნაურად დაცვარა ხატი.
მაგონდებოდი –
ხორბლისფერი ზაფხულის ხვატი.
მზის ენერგია
ნერგებივით მიჰქონდა ქალებს,
თიბათვის მთვარე,
სავსე მთვარე მაგონდებოდა.
... რა უცაბედად,
რა უცაბედად,
რა უცაბედათ მთავრდებიან ლიანდაგები,
მოსახვევიდან მოახვევებს
როცა გაჰყურებ.