ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

არმაზი, ნუგეში ექსკლიუზივი

ჩემი სხეულის ნამსხვრევებზე
მოცოცავს ხავსი,
ლოცულობს ხავსი-
მწვანე ძარღვი ჩემი სხეული,
გამართე ხმალი-
ჯერ არა ვარ მთლად დამსხვრეული,
ჯერ კიდევ ძალმიძს
მარადისის ავწიო თასი.
ღამე, რა ღამე,
მე დილა ვარ თვალახვეული,
შენ-განშორების სინანულის ცრემლი
რომ ასვი,
ჯერ არა ვარ მთლად დამსხვრეული,
ჯერ კიდევ ძალმიძს
მარადისის ავწიო თასი.

??????