ტიციან ტაბიძეს ექსკლიუზივი
ვერც მგლოვიარე თაიგულები,
მე იმ პოეტთა ჯარში ვითვლები,
ცა რომ თავისად დაიგუნებეს.
სული საოხრად ვანდე ავაზებს
და არც რა დამრჩა გასახარები,
ხან ყაჩაღები მკლავდნენ არაგვზე
ხანაც მესხეთის ნასახლარები.
ხან-მამაუფალს ვერ მივეხათრე,
ვერ შევეჩვიე ნადირულ ძუნძულს,
ხან-ქრისტე ღმერთის ძუძუს ვეხატე,
ხან-ამორძალებს ვაჭრიდი ძუძუს,
ხან-დამაკვირდი რა ხმაზე ვმღერი,
სად ალანთულა მგოსნის ოცნება,
“ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩმიუდებლად, რომ იკოცნება”.
ხან-თუმცა, ამდენ “ხანს” და თარიღებს
ვინ დაალაგებს ჟამის თაროზე,
ამიღეს, ლექსად ჩამომარიგეს
და სამუდამოდ გაიტაროსეს.
მარადისობის თიხად მოზელილს
გული ყოველთვის მამულს აქებდა,
თუმცა მიმაბეს, როგორც მოზვერი,
ჩემივ დღეების ნამუშაკევთან.
თუმცა...რად მინდა ამდენი “თუმცა”,
აღარც ჩოქი და აღარც მუდარა,
მე იმ დღეების ევანგელს ვფურცლავ,
დრომ ხანჯალი რომ გამოუტარა.
დამისხი, წუთის ჟრჟოლვად მოვედი,
შენც სანუგეშო ერთი დღით მოდი,
ყველამ იცოდა, რომ ვარ პოეტი,
“დაუმატებენ, რომ მე ვარ ლოთი”.