თქვა: ტერენტი გრანელი ექსკლიუზივი
თითქოს ჩემს სანუგეშოდ მოწყენილან შაშვებიც,
არის ფრთების დაშვების სევდა შეუწყვეტელი,
სიგარეტის ბოლქვებით სიკვდილს ვეთამაშები
და ცისფერი რაშებით დაფარულა კედელი.
მესმის ჩუმი ვედრება:-შეიბრალე უფალო,
ააშორე უფალო, დღეთა უამინდობა,
თქვა:ტერენტი გრანელი,-ქალმა ისე უბრალოდ,
თითქოს სასაფლაოსთან ნაცნობს დაემშვიდობა.
თქვა-ტერენტი გრანელი, როგორც გამოსარჩლება,
,,მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია,
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი სული და სისხლი, ეს “მემენტო მორია”.
ეს ,,მემენტო მორია” და სიცოცხლეც, ცხადია,
სიზმარ-ცხადის სივრცეში დაფრინავენ მტრედები,
დამხობილა საფლავზე გულმოკლული გადია,-
არც შენთვის ვარ ცოცხალი, არც სხვას ვეიმედები.
მაფშალიაც თავის მკვდარს სხვანაირად უგალობს,
გელანდება სისხლისღვრა, ღალატი და ფლიდობა,
თქვა-ტერენტი გრანელი,-ქალმა ისე უბრალოდ,