ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

წერილი სიღნაღში ექსკლიუზივი

თენგიზ მორჩიაულს

ღმერთის შეწევნით გავერიდე უაზრო ღმუთუნს,
ახლა ოთახში ფიქრი მხოლოდ მთვარეს შემოაქვს,
გათავდა “პრიმაც,” “კომუნისტში” გახვეულ თუთუნს
მართლა ათმაგად მწარე გემო აქვს.
მე თქვენ მახსოვხართ –დამიცდა ფეხი,
სადღაც სიღნაღთან თუ თუ ხორნაბუჯთან,
სეტყვით ვენახი ხომ არ გაფუჭდა,
ხომ კარგად ჩემი “ბუბუნა გლეხი”.
ხომ კარგად, თუმცა ფიქრიც კი მიჭირს,
რა მიამიტი თრთოლვით მეძებდა...
ხო მარ გათათრდა ი ტიღა ბიჭი,
თვალს სულ კახისკენ რომ აცეცებდა.
მე რა... ოდიში თბილისშიც მდევდა,
აქ კი სხვაგვარი მმართებს ჭიდილი,
რადგან თბილისი-მოხიცი დედა-
დამყავს ღარიბი ბავშვის სიფრთხილით.
მე რა, კვლავ მისებრ ვილევი მზეზე,
ათიდან ერთიც არ მახსოვს მცნება
და თუ ჟამიჟამ ჩამოვწერ ლექსებს,
ისიც ლოთების სუფრაზე მრჩება.
ენგურს ვედექი ქუშინ დარაჯად,
მხიბლავდა ფიცით შეკრული ძმები,
რაც შეეხება “მუშის ფარაჯას”,
მე ისევ მუშის ერთგული ვრჩები.
ლოთიც, პოეტიც ცალ-ცალკე ვწვალობთ
და თუ გულს ლხენა არ ეკარება,
რა ვუყოთ-მძიმე ყოფილა, ძმაო,
ორი სახელის ერთად ტარება.
ღაც იყო, იყო, გავერიდე უაზრო ღმუთუნს
ახლა ოთახში ფიქრი მხოლოდ მთვარეს შემოაქვს,
გათავდა “პრიმაც”, “კომუნისტში” გახვეულ თუთუნს
მაინც ვეწევი, თუმცა მართლა მწარე გემო აქვს.

??????