* * * თითქოს ყველაფერს ექსკლიუზივი
თითქოს ყველაფერს ფერი ეცვალა
დრომ და ზმანება წამებას ერთვის,
ჩემთვის ყოველი დამთავრდა უცებ
და ყველაფერი დაიწყო შენთვის.
თვალები მეწვის, თვალები მეწვის,
სქელია ნისლი და ბინდში ვხედავ-
შიშინით იწვის ვენახის ლერწი,
შიშივით წყნარად აბიჯებს დედა.
სანამ არ დათმობ უაზრო ყიალს
ვერ გასცილდები ჭანჭრობს და ეწერს..
ახლოს ყვითელი ფოთლები ყრია
უფრო ყვითელი ოცნების შემწედ.
მე ის სიყვითლე მაგონებს სულ სხვას,
მე ის სიყვითლე მაგონებს სხვა წლებს.
იყო პირველი განცდილი სუსხვა
იმედი-ღამის ბინდში ნარწევი.
მერე ყველაფერს ფერი უცვალა
დრომ და ზმანებამ წამებას ერთვის,
ჩემთვის ყოველი დამთავრდა უცებ
და ყველაფერი დაიწყო შენთვის.