ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

სახრჩობელაზე ექსკლიუზივი

როგორ გაუძლოს გულმა დილამდე
მგლოვარ გუგებში მომწყვდეულ სივრცეს,
ღიმილი-გუშინ რომ მიწილადე,
ხვალ შეიძლება მარყუჟად იქცეს.

ყოველი დღე რომ იმედებს გაცლის,
გულო, შენ კიდევ კარგად ხარ, გულო,
რაა სურვილი?-დაცლილი ყანწი,
ერთი ბედითი საწუთროს ულო.

ერთგულებაზე ნუ ფიქრობ აწი,
ლექსს უშენოდაც მრავალი დაწერს.
..სახრჩობელაზე ჰკიდია კაცი
და სასაცილოდ არ ჰყოფნით კაცებს.

??????