ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ლელთ ღუნიას ძეგლთან სათქმელი ექსკლიუზივი

არც კრიტიკოსთა ტირადას,
აღარც ცენზორთა მარწუხებს,
ახლა არც არვის ვიხსენებ შენი სახელის გარდა,
შენი ტკივილი მტკივა და 
შენი წუხილით მაწუხებს
ე გაუძლისი ზამთარი, რომ მოგვდგომია კართან.
მეც-წუთისოფლის თავფურცელს-
ვიცი, უჩუმრად მომხევენ, 
რაისად, ძმისავ, რაისად ვიტანჯებით და ვიწვით,
ისეთი რამე მითხარი, მიგიხვდე, ჩემო მოხევევ,
მიგიხვდე რომელია და მაჯებს ვიჭამდე სიმწრით.
მაჯები რომელია და, ვაი დედასა მტრისასა,
ვის კარზე დავყუდებულვარ ვისი დიდების მეკვლე,
სიზმარში მაინც ვუსმინო ზარებსა დიდგორისასა,
თორემ გორს, შინა ღუნია სულ სხვა ზარები რეკენ.
თორემ თბილისი, ღუნია, 
თორემ ბოლნისი ღუნია,
დიოსკურია, ღუნია, ნუ დაგანახოს ღმერთმა,
გული კი დაგრჩა გულადვე, ხერხემალ გაუღუნია
ჩემს უნაგირზე სამადლოდ შემოსკუპებულ მხედარს, 
უწინამც, ძმაო, უწინამც სინათლე გამომლეოდეს,
შუბლს ტალად გადაეგლისოს გულჟანგიანი ფერი,
მოყვარე რომელია და, ჩემს მტერსაც არ მორეოდეს,
ჩემს მტერსაც არ მოერეოდეს, გალაჩრებული მტერი.
დაებღოტება ჩემს მკერდზე ათიათასი ოხერი,
სავსეა თასი, ძმობილო, ღვინით კი არა, მიწით, 
ვაი, რომ გვიან მიგიხვდი, მიგიხვდი, ჩემო მოხევევ,
და ჟამი მოდგა, ჩემს მაჯებს მევე ვიჭამდე სიმწრით.

??????