ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "რას წუწუნებსო, ან რას სტირისო"  ექსკლიუზივი

რას წუწუნებსო, ან რას სტირისო, 
იტყვის ამ წიგნზე ვიღაც ავყია,
მე უკვე მივალ, მიწას მაყრიან
და მენანები, ჩემო თბილისო.
და მენანება შენი ქუჩები,
ვერ გაგიმეტო სხვა სხვა საივლისოდ...
აწი ვერავის ვერ ვეურჩები,
მე უკვე მივალ, ჩემი თბილისო.
ტანში შავეთის ქარი მივლისო,
იტყვის ვიღაც და წკვარამს ჩაუვლის,
შენ მაპატიე, ჩემი თბულისო,
ეს უცაბედი დანაშაული.
შენ მაპატიე, სველია უპე,
მტერს არ მოესწროს დარდი ასეთი,
შენ მაპატიე, მე დავიღუპე
ერთი შავთვალა ქალის ბაგეთი.
თუ ღამეებმა კარი ჩაკეტეს,
ესეც იმ შავი ქალის ბრალია,
ჩემს სულს ერთ წამში გადაჰფარვია,
რაც მოკვდავებმა წლობით აკეთეს.
რას წუწუნებსო, ან რას სტირისო,
იტყვის ამ წიგნზე ვიღაც ავყია, 
მე უკვე მივალ, მიწას მაყრიან
და მენანები, ჩემო თბილისო.

??????