კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

ზღვაზე, მზის ჩასვლისას 

ისევ ბალღობენ ცელქი ტალღები,
გული გალღვება მზეთა სინაზით;
მთათა მთრგუნავი, კლდეთა ამღები,
ქვე განვერთხმები მხურვალ სილაზე...

ზღვაში ეშვება მზეთა ეშვები,
რომ ლურჯ ტალღებში ჩატყდეს, ჩაიმტვრეს;
ამ მზეს ბინდამდე ვერ მოვეშვები,
სანამ ამ ზღვაში თან არ ჩამითრევს.

??????