ბაღდათის ზეცა
ვლადიმერ მაიაკოვსკის
Я
В долгу
Перед бродвейской лампионьей,
Перед вами
Багдадские небеса,
Перед Красной Армией
Перед вишнями Японии
Перед всем
Про что
Не успел написать...
- გულდასაწყვეტი დაგვრჩა მრავალი,
მაინც საერთო გვაქვს ერთი ვალი,
რაც მე მაწვალებს ღამე და დღეცა -
ლაჟვარდოვანი ბაღდათის ზეცა...
დაბადებიდან სიმღერა გვახლავს,
კამეჩს რომ ზურგზე აუწვავს ბალანს,
ვინ დაიჭირავს ამ უხილავ ხმას,
ვინ გაუკეთებს პოეტურ ბალანსს?
რასაც სიყრმითვე სული მიყვება,
დამთოკველია ჩვენი გონების,
რაც არ იციან მხოლოდ ბრიყვებმა
ბოდვა ბროდვეის ლამპიონების...
მყინვარზე ასვლა მაინც აქვს სიტყვას,
უკვდავებაში გასროლილ შურდულს,
რაც სათქმელია ის უნდა ითქვას
გასტეხს კარებზე დადებულ ურდულს.
როცა სიცოცხლე სიკვდილს მხარს უბამს
და სიმწრის ოფლი ბალიშს ასველებს,
იაპონიის გაშლილ ალუბალს
და საირმესკენ გაფენილ ველებს
ერთად ადგებათ დიდი ნათელი,
თრთოლვა, ცახცახი და ჟრუანტელი!..
გულდასაწყვეტი დაგვრჩა მრავალი,
მაინც საერთო გვაქვს ერთი ვალი,
რაც მე მაწვალებს ღამე და დღეცა -
ლაჟვარდოვანი ბაღდათის ზეცა.
სხვისა სხვამ გითხრას, მე ბაღდათის ცის
მინდა გიმღერო ბავშვობის ნანა!
დღეს აპრილია, აპრილმა იცის
ვაშლის ხეებით სულის გატანა!..
როგორც დედის რძე და ბავშვის ტუჩი,
ასკდება ატმის ყვავილი ყვავილს,
მოდი ამ მეწყერს კაცი გადურჩი
ან საირმეზე ირმების ბღავილს...
ასე მგონია, შენი სიკვდილიც
სიზმარი არის მხოლოდ უხეში,
და ამ აპრილის რძიანი დილით
დადგები მუხად ბაღდათის ტყეში,
ან ლერმონტოვის მოხვალ დემონი,
თოვლის შვავების თეთრი გუნდებით,
რასაც ცხოვრებით მუდამ ემონე,
ახალ მეწყერად დაუბრუნდები,
ან წამოყვები ბავშვი წიგნებით
ეჟვნის წკარუნით მოსულ დილიჟანსს
და ერთ პარტაზე ერთად ვისხდებით,
მოკლე შარვალში კანჭები გიჩანს.
სოლომონ მეფის გილიოტინა,
ხუთასწლიანი დიდი ჭანდარი,
თითქოს გამხდარა ზეცის ოდენა,
თვალი ვერ უწევს წვერი სად არი!..
მიჰქრის რიონი, აწყდება ლოდებს
და ჩვენ დავცურავთ იქ ლიფსიტები,
დიდ დასვენებას თითქო ელოდეს,
დაფართხალებენ ხეზე ჩიტები.
ხან კი მრისხანე ისმის გუგუნი,
სიმღერა ახალ მარსელიელთა,
ყაზახის მათრახს გააქვს ზუზუნი, -
ალიხანოვმა, სჩანს, დრო იხელთა.
რაზმი რაზმს შეცვლის, მიტინგი-მიტინგს,
წყევლა და კრულვა მეფის მტარვალებს!
წულუკიძის ნეშტს ქვეყანა მისტირს,
ჰანიბალის ფიცს სტალინს ავალებს...
ბევრი სხვაც დარჩა მოსაგონარი,
დადგება ლექსის ხვავი ასკეცად
და ცისარტყელას ჭრელი ზონარით
ყველაფერს იტყვის ბაღდათის ზეცა!
ფინინსპექტორთან გადაწყდა დავა
თვითონ სტალინმა აიღო სიტყვა
და ხალხის შვილმა თვითონ ითავა
ეთქვა, რაც ხალხის ცხელ გულში ითქვა.
ბაღდათის ზეცის თუ გაგყვა ჯავრი,
არც ბაღდათის ცა დაიდებს შენს ვალს.
აქაც იზრდება წითელი ჯარი,
შენს მაგიერად ის მწყობრში შევა.
და ძლევამოსილ საბჭოთა ჯარებს
ის ვაჟკაცურად მხარსაც აუბამს,
თუ დინგიანი გადააჭარბებს,
სისხლით შეღებავს მაშინ ალუბალს.
მაგრამ, უნდა თქვას კაცმა მართალი,
არ გაგყოლია შენ ქვეყნის ვალი!..
და გაიხარებს თვით ბაღდათის ცა,
შენ ჩანგს მაგარი სიმი რომ მისცა.
სხვისი სხვამ გითხრას - მე ბაღდათის ცის
მინდა გიმღერო ბავშვობის ნანა!...
დღეს აპრილია, აპრილმა იცის
ვაშლის ხეებით სულის გატანა!...
როგორც დედის რძე და ბავშვის ტუჩი,
ასკდება ატმის ყვავილი ყვავილს.
მოდი, ბაღდათის ცას გადაურჩი,
ან საირმეზე ირმების ბღავილს.
Я
В долгу
Перед бродвейской лампионьей,
Перед вами
Багдадские небеса,
Перед Красной Армией
Перед вишнями Японии
Перед всем
Про что
Не успел написать...
- გულდასაწყვეტი დაგვრჩა მრავალი,
მაინც საერთო გვაქვს ერთი ვალი,
რაც მე მაწვალებს ღამე და დღეცა -
ლაჟვარდოვანი ბაღდათის ზეცა...
დაბადებიდან სიმღერა გვახლავს,
კამეჩს რომ ზურგზე აუწვავს ბალანს,
ვინ დაიჭირავს ამ უხილავ ხმას,
ვინ გაუკეთებს პოეტურ ბალანსს?
რასაც სიყრმითვე სული მიყვება,
დამთოკველია ჩვენი გონების,
რაც არ იციან მხოლოდ ბრიყვებმა
ბოდვა ბროდვეის ლამპიონების...
მყინვარზე ასვლა მაინც აქვს სიტყვას,
უკვდავებაში გასროლილ შურდულს,
რაც სათქმელია ის უნდა ითქვას
გასტეხს კარებზე დადებულ ურდულს.
როცა სიცოცხლე სიკვდილს მხარს უბამს
და სიმწრის ოფლი ბალიშს ასველებს,
იაპონიის გაშლილ ალუბალს
და საირმესკენ გაფენილ ველებს
ერთად ადგებათ დიდი ნათელი,
თრთოლვა, ცახცახი და ჟრუანტელი!..
გულდასაწყვეტი დაგვრჩა მრავალი,
მაინც საერთო გვაქვს ერთი ვალი,
რაც მე მაწვალებს ღამე და დღეცა -
ლაჟვარდოვანი ბაღდათის ზეცა.
სხვისა სხვამ გითხრას, მე ბაღდათის ცის
მინდა გიმღერო ბავშვობის ნანა!
დღეს აპრილია, აპრილმა იცის
ვაშლის ხეებით სულის გატანა!..
როგორც დედის რძე და ბავშვის ტუჩი,
ასკდება ატმის ყვავილი ყვავილს,
მოდი ამ მეწყერს კაცი გადურჩი
ან საირმეზე ირმების ბღავილს...
ასე მგონია, შენი სიკვდილიც
სიზმარი არის მხოლოდ უხეში,
და ამ აპრილის რძიანი დილით
დადგები მუხად ბაღდათის ტყეში,
ან ლერმონტოვის მოხვალ დემონი,
თოვლის შვავების თეთრი გუნდებით,
რასაც ცხოვრებით მუდამ ემონე,
ახალ მეწყერად დაუბრუნდები,
ან წამოყვები ბავშვი წიგნებით
ეჟვნის წკარუნით მოსულ დილიჟანსს
და ერთ პარტაზე ერთად ვისხდებით,
მოკლე შარვალში კანჭები გიჩანს.
სოლომონ მეფის გილიოტინა,
ხუთასწლიანი დიდი ჭანდარი,
თითქოს გამხდარა ზეცის ოდენა,
თვალი ვერ უწევს წვერი სად არი!..
მიჰქრის რიონი, აწყდება ლოდებს
და ჩვენ დავცურავთ იქ ლიფსიტები,
დიდ დასვენებას თითქო ელოდეს,
დაფართხალებენ ხეზე ჩიტები.
ხან კი მრისხანე ისმის გუგუნი,
სიმღერა ახალ მარსელიელთა,
ყაზახის მათრახს გააქვს ზუზუნი, -
ალიხანოვმა, სჩანს, დრო იხელთა.
რაზმი რაზმს შეცვლის, მიტინგი-მიტინგს,
წყევლა და კრულვა მეფის მტარვალებს!
წულუკიძის ნეშტს ქვეყანა მისტირს,
ჰანიბალის ფიცს სტალინს ავალებს...
ბევრი სხვაც დარჩა მოსაგონარი,
დადგება ლექსის ხვავი ასკეცად
და ცისარტყელას ჭრელი ზონარით
ყველაფერს იტყვის ბაღდათის ზეცა!
ფინინსპექტორთან გადაწყდა დავა
თვითონ სტალინმა აიღო სიტყვა
და ხალხის შვილმა თვითონ ითავა
ეთქვა, რაც ხალხის ცხელ გულში ითქვა.
ბაღდათის ზეცის თუ გაგყვა ჯავრი,
არც ბაღდათის ცა დაიდებს შენს ვალს.
აქაც იზრდება წითელი ჯარი,
შენს მაგიერად ის მწყობრში შევა.
და ძლევამოსილ საბჭოთა ჯარებს
ის ვაჟკაცურად მხარსაც აუბამს,
თუ დინგიანი გადააჭარბებს,
სისხლით შეღებავს მაშინ ალუბალს.
მაგრამ, უნდა თქვას კაცმა მართალი,
არ გაგყოლია შენ ქვეყნის ვალი!..
და გაიხარებს თვით ბაღდათის ცა,
შენ ჩანგს მაგარი სიმი რომ მისცა.
სხვისი სხვამ გითხრას - მე ბაღდათის ცის
მინდა გიმღერო ბავშვობის ნანა!...
დღეს აპრილია, აპრილმა იცის
ვაშლის ხეებით სულის გატანა!...
როგორც დედის რძე და ბავშვის ტუჩი,
ასკდება ატმის ყვავილი ყვავილს.
მოდი, ბაღდათის ცას გადაურჩი,
ან საირმეზე ირმების ბღავილს.