ძრწოდე ვალტასარ...
დათვლილი არის დღე შენ მეფობის,
თავს დაგტრიალებს სიკვდილი შავი,
ძრწოდე ვალტასარ... ახლოა ჟამი,
გახვალ სოფლისგან, გშთანთქავს საფლავი.
ოხ! უბედურო, მალე გოდებად
შენ შეგეცვლება ტკბილი სიმღერა,
არარა არის უცვლელი ქვეყნად -
სიკვდილს გიმზადებს დღეს ბედისწერა.
შურს იძიებს... შურს იეღოვა,
ვეღარ აიცდენ ბედის განაჩენს,
უკვლოდ გაჰქრები და თვით შენ ფერფლსაც
ქარი ღრიალით ველათ გააბნევს.
შემცდარი იყავ, ოდეს ფიქრობდი
სოფლის ვაების ღვინოში ჩაკვლას,
ამაო ცდაა... ვერვინ შესცვალოს,
წინ ვერ აღუდგეს განგების ძალას.
ძრწოდე ვალტასარ... მოდის კიროსი,
ბაბილონისა ირღვევა ზღუდე
და მის ლაშქარმა უნდა აღმოფხვრას
უღვთო მტარვალის ცოდვილი ბუდე.
თავს დაგტრიალებს სიკვდილი შავი,
ძრწოდე ვალტასარ... ახლოა ჟამი,
გახვალ სოფლისგან, გშთანთქავს საფლავი.
ოხ! უბედურო, მალე გოდებად
შენ შეგეცვლება ტკბილი სიმღერა,
არარა არის უცვლელი ქვეყნად -
სიკვდილს გიმზადებს დღეს ბედისწერა.
შურს იძიებს... შურს იეღოვა,
ვეღარ აიცდენ ბედის განაჩენს,
უკვლოდ გაჰქრები და თვით შენ ფერფლსაც
ქარი ღრიალით ველათ გააბნევს.
შემცდარი იყავ, ოდეს ფიქრობდი
სოფლის ვაების ღვინოში ჩაკვლას,
ამაო ცდაა... ვერვინ შესცვალოს,
წინ ვერ აღუდგეს განგების ძალას.
ძრწოდე ვალტასარ... მოდის კიროსი,
ბაბილონისა ირღვევა ზღუდე
და მის ლაშქარმა უნდა აღმოფხვრას
უღვთო მტარვალის ცოდვილი ბუდე.