1. ორპირის ოქროპირი
ეს არ არის მართლა ოქროპირი,
ეს მხოლოდ ორპირის ბაყაყია...
დიდებულად შვენის სამეფო პორფირი,
დიდებულად იცის დოგმატების მალაყია.
მე თვითონ გამზარდა: ტიციან ტაბიძე
პოეტი ავყია.
საახალწლოდ, საშობოდ და სააღდგომოდაც
მე ერთი და იგივე მაქვს სათქმელი
გაფრენილ ეკლესიის კათედრაზე.
ვამბობ პირდაპირ და აშკარად,
როგორც კაზინოში კრუპიე: „ბაკკარა“
ჩვენთვის დღესასწაულები მარტო
რაფიელ ერისთავის ლექსებშია
(კიდევ კარგია, თუ არ დაგავიწყდათ)...
ნეტავ მე ისე მიყვარდეს პოეზია,
ან თვითონ ორპირი
დედაჩემს რომ უყვარს მეწველი ძროხა
(შენ, ვინც ამაზე გაიცინებ,
ვიცი, შვილიც ისე არ გიყვარს).
იმერეთში მღერის დანიელა ურია,
კახეთში კიდევ - დედას ლევანა.
ყველაფერს მივცემდი, რაც რომ მაბადია,
რომ მახსენებდეს ერთხელ მაინც ქრესტომატია.
ამბობენ, იყო გიორგი სააკაძე,
ჩრია მზითებს უმატებდენ „ვეფხვისტყაოსანს“
(ამას ქვია ჩოხიანი დადაისტები).
ივანე ჯავახიშვილი წერს პლუტარხივით,
იქნებ ვინმემ ჩემზეც დაწეროს დისერტაცია
(მემარცხენეობა პოეზიაში უსათუოდ დასატაცია).
........................
........................
საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს
თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.
დღეს ღვთისმშობელი ძირს რომ ჩამოვიდეს,
მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს?
ასე ამბობს ორპირის ოქროპირი
მსუქანი გომბეშო:
ამხანაგებო, პოეტებო, ვისაც გიჭირთ ლექსების წერა,
ვიცი, რომ ამით გულზე მოგეშოთ.
იყავით გამბედავი, სთქვით პირდაპირ,
თქვენზე უფრო სასტიკია თქვენი ლექსები.
ეხლა კი ნ. ო. ტ. ია და ელექტროფიკაცია,
ლექსებისთვის ვინც მოიცლის, ის რა კაცია?
კითხეთ თქვენ ნაცნობ პატიოსან პოეტს,
თუ ის შინაურია,
ვინ უფრო აღელვებს:
სტეფან მალარმე, თუ დანიელა ურია?
ეს მხოლოდ ორპირის ბაყაყია...
დიდებულად შვენის სამეფო პორფირი,
დიდებულად იცის დოგმატების მალაყია.
მე თვითონ გამზარდა: ტიციან ტაბიძე
პოეტი ავყია.
საახალწლოდ, საშობოდ და სააღდგომოდაც
მე ერთი და იგივე მაქვს სათქმელი
გაფრენილ ეკლესიის კათედრაზე.
ვამბობ პირდაპირ და აშკარად,
როგორც კაზინოში კრუპიე: „ბაკკარა“
ჩვენთვის დღესასწაულები მარტო
რაფიელ ერისთავის ლექსებშია
(კიდევ კარგია, თუ არ დაგავიწყდათ)...
ნეტავ მე ისე მიყვარდეს პოეზია,
ან თვითონ ორპირი
დედაჩემს რომ უყვარს მეწველი ძროხა
(შენ, ვინც ამაზე გაიცინებ,
ვიცი, შვილიც ისე არ გიყვარს).
იმერეთში მღერის დანიელა ურია,
კახეთში კიდევ - დედას ლევანა.
ყველაფერს მივცემდი, რაც რომ მაბადია,
რომ მახსენებდეს ერთხელ მაინც ქრესტომატია.
ამბობენ, იყო გიორგი სააკაძე,
ჩრია მზითებს უმატებდენ „ვეფხვისტყაოსანს“
(ამას ქვია ჩოხიანი დადაისტები).
ივანე ჯავახიშვილი წერს პლუტარხივით,
იქნებ ვინმემ ჩემზეც დაწეროს დისერტაცია
(მემარცხენეობა პოეზიაში უსათუოდ დასატაცია).
........................
........................
საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს
თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.
დღეს ღვთისმშობელი ძირს რომ ჩამოვიდეს,
მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს?
ასე ამბობს ორპირის ოქროპირი
მსუქანი გომბეშო:
ამხანაგებო, პოეტებო, ვისაც გიჭირთ ლექსების წერა,
ვიცი, რომ ამით გულზე მოგეშოთ.
იყავით გამბედავი, სთქვით პირდაპირ,
თქვენზე უფრო სასტიკია თქვენი ლექსები.
ეხლა კი ნ. ო. ტ. ია და ელექტროფიკაცია,
ლექსებისთვის ვინც მოიცლის, ის რა კაცია?
კითხეთ თქვენ ნაცნობ პატიოსან პოეტს,
თუ ის შინაურია,
ვინ უფრო აღელვებს:
სტეფან მალარმე, თუ დანიელა ურია?