დედას რომ ბავშვი გაეპარება ..
დედას რომ ბავშვი გაეპარება
გზააბნეული ბორგავს ცისკარი,
დგას ცა გახსნილი ვით ცხრაკარება
და ძირს შეჰყურებს მას ტაშისკარი.
ტყე იზმორება და მტკვარი ოხრავს
და დილა ღამეს ასე ეყრება.
მტკვარი უპირებს სალ კლდეს ამოთხრას
და კლდე რძის ნისლში უფრო იზრდება.
დგას მონადირე, მოელის ირემს
და ტანში უვლის მას ჟრუანტელი.
მეც გადავყურებ მტკვარის ნაპირებს,
რომ შენი სადმე გაჩნდეს ნათელი.
მე აღარ ვიცი, ვინა სწერს ამ ლექსს,
უშენოდ არ აქვს არაფერს ფასი.
ასე ყოველთვის სექტემბრის დამდეგს
მტკვარზე გიგონებს შენი მგოსანი.
გზააბნეული ბორგავს ცისკარი,
დგას ცა გახსნილი ვით ცხრაკარება
და ძირს შეჰყურებს მას ტაშისკარი.
ტყე იზმორება და მტკვარი ოხრავს
და დილა ღამეს ასე ეყრება.
მტკვარი უპირებს სალ კლდეს ამოთხრას
და კლდე რძის ნისლში უფრო იზრდება.
დგას მონადირე, მოელის ირემს
და ტანში უვლის მას ჟრუანტელი.
მეც გადავყურებ მტკვარის ნაპირებს,
რომ შენი სადმე გაჩნდეს ნათელი.
მე აღარ ვიცი, ვინა სწერს ამ ლექსს,
უშენოდ არ აქვს არაფერს ფასი.
ასე ყოველთვის სექტემბრის დამდეგს
მტკვარზე გიგონებს შენი მგოსანი.