ღამე მშვიდობის! (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)
ღამე მშვიდობის! ვინ აქრობს სანთელს?
ვერაგი სიო, ვერ იტანს ნათელს.
ო, ჩემო კარგო არ იცი ალბათ
როგორ აწყობდნენ წმინდა პატრუქებს
ანგელოზები თავისი ხელით,
შენთვის დაეშვა, აღარ აშუქებს!
ეს შესაძლოა შუქურაც იყოს
მეზღვაურებს რომ თავისკენ იხმობს,
და თავს გაბეზრებს!
ეს შესაძლოა მთვარეც კი იყოს
მკრთალად რომ მოსჩანს, ანათებს თითქოს
და აცისკროვნებს ალიონს!
ვერაგი სიო, ვერ იტანს ნათელს.
ო, ჩემო კარგო არ იცი ალბათ
როგორ აწყობდნენ წმინდა პატრუქებს
ანგელოზები თავისი ხელით,
შენთვის დაეშვა, აღარ აშუქებს!
ეს შესაძლოა შუქურაც იყოს
მეზღვაურებს რომ თავისკენ იხმობს,
და თავს გაბეზრებს!
ეს შესაძლოა მთვარეც კი იყოს
მკრთალად რომ მოსჩანს, ანათებს თითქოს
და აცისკროვნებს ალიონს!