შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 71 (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე) 

ნუ დამიტირებ, ძალიან გთხოვ, როცა მოვკვდები
და გაიგონებ მგლოვიარე ზარების რეკვას,
როს აუწყებენ მთელს ქვეყანას, რომ არ მოვყვები
საზიზღართა და საბრალოთა რიგებში ცეკვას;
თუ წაიკითხავ ამ სტრიქონებს, არ ვჩივი გაქრეს
ხელი, რომელმაც ეს დაწერა, ამ ტრფობის გამო,
ოჰ, როგორ მინდა შენს ხსოვნაში უკვალოდ გავქრე,
რომ მოგონებამ, ჩემზე ფიქრმა არარა გავნოს.
თუკი ინებებ და დახედავ ბეჩავ სტრიქონებს,
მე უკვე, ალბათ. მიწის შვილი ვიქნები მარად,
ჩემი სახელი არ წამოგცდეს, ნუ მომიგონებ,
და სიყვარულიც, ჩემთან ერთად, დამარხე თავად.
თორემ, ქვეყანა დაინახავს შენს ტირილს, ოხვრას
და ჩემთან ერთად, შენც დაგცინებს ადამის მოდგმა.

??????