ბაირონი ჯორჯ
გაზიარება

როცა დავშორდით (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე) 

როცა დავშორდით მაშინ                                                         
დუმილითა და ცრემლით,
დიდხანს მწუხარე დავრჩი,
გაიყო გული ჩემი.
ყინვამ წაგართვა ფერი,
ესოდენ ცივი კოცნაც,
მენიშნა ყველაფერი
და განშორების მოსვლაც.

როცა დამეცა ცვარი,
დილით მხურვალე შუბლზე,
ვიგრძენი რაღაც ავი
და ახლაც მადევს გულზე.
ვხედავ გატეხე ფიცი,
გამოჩნდა შენი სახე,
შენი სახელიც ვიცი,
მისი შერცხვენაც ვნახე.

მათ ჩემზე ადრე გიცნეს,
გლოვის ზარები მესმა,
და გული ვეღარ ითმენს,
ძვირფასი იყავ ერთხანს.
ბევრმა არ იცის, ვხედავ
ეს ნაცნობობა ჩვენი,
დიდხანს ვინანებ ნეტავ?
არის სათქმელად ძნელი.

ჩვენ საიდუმლოდ შევხვდით
და ძლიერ მტკივა გული,
აღარაფერი მეთქმის,
მატყუებს შენი სული.
თუკი ოდესმე გნახე,
გავწირე თავი ჩემი,
როგორ გავაღებ ბაგეს,
დუმილითა და ცრემლით?!.

??????