ღვთიური სახე (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)
ულმობელობა გულია კაცის, ეჭვიანობა სახეს ჰგავს მისას, შიში ფორმაა ღვთიური, სათნო, იდუმალების იფარებს ნიღაბს. ადამიანს აქვს ნიღაბი - რკინის, ფორმა კი ყალიბს, დაშანთულს უგავს, სახე უძრავი, უტყვი და მშრალი, გული კი მაინც ხარბი აქვს მუდამ.