რთველიაშვილი ზურაბ
გაზიარება

აპოკრიფი 

მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა,
კრემატორი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,
მილიარდობით ხსოვნა დავწვი ფოლადის გულში,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები...

მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა,
ავტოსტრადა ვარ უსასრულოდ ჯვარცმული გზების,
პოლიციელი რკინის ფარას ხელკეტით მწყემსავს,
ფარას, რომელიც სავსე არის რკინის მხეცებით...…. …
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ბუდა ვარ, შივა, შენი ძე ვარ, შენი სიმშვიდე,
გთხოვ ააცილო განსაცდელი ამ სხეულს წმინდას,
სხეულს, რომელსაც რკინისა აქვს ყველა ნეკნები.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ქარხნების ხმაზე წაგიკითხავ აკრძალულ ლოცვებს,
სექტა ვარ დოლით! წმინდა სექტა და რწმენის
ლიფტით
ვმოძრაობ ფრთხილად უნეტარეს შენს
სართულებზე...
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ელმავალი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,
როგორც თეთრეულს, აღსარებას გაბარებ წმინდას,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები...

??????