ხაჯიშვილი ჟუჟუნა
გაზიარება

სიმარტოვე 

ახლა   გრძნობა   ისე   ხალასია,

როგორც   შენი    სულის    სიხატოვნე,

ალბათ     მარტოობაც    ლამაზია,

როცა    ღმერთის    სწორი   მიგატოვებს.

დღეებს    უსასრულო    სევდად    მიაქვს

შენგან    განწირული    ნატვრის   გლოვა,

ალბათ   სიყვარულზე    სპეტაკია,

ასჯერ   სპეტაკია   სიმარტოვე.

ერთხელ  კიდევ,    ჩემო  სალოცავო,

რამე  გასაოცრად    წმინდა   მთხოვე,

მოდიერთხელ   კიდევ    გამომცადე,

კიდევ   გამწირე   და ...მიმატოვე!

??????