ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ბერთვენახი 

სახნისი მიწის ფერდს რომ ამოთლის,
უღელში თითქოს შვიდი ხარია,
აგერ, ქვის ძირას, წყარო ამოდის,
ყანაში მუდამ დიდი ხვავია.
აქ მტერი იყო,
ვაზი გაგვიხმა
და ბერის თვალი ცრემლმა დაფისა,
შეგვიგინეს და რად არ იხმარეს
ქვევრები ჩვენი პაპის პაპისა.
მაგრამ უვაზოს კვლავ ბერთვენახი
უწოდეს წლებმა დაწეწილებმა,
თავის სახელის ასე შენახვა
მიწასაც თურმე არ ეწყინება.

??????