სიმღერა ისრაფილ ჯინჭარაძეზე
რა გრიგალები გააპე,
რა ბრძოლები გაქვს ნახული,
ბრძოლის ქარ-ცეცხლში გესმოდა
მშობელი დედის ძახილი:
ოცნებით ცაში გავცქერი,
შენს სახეს ვეძებ ღამითაც,
შენს გასაოცარ გმირობას
არ დავივიწყებთ წამითაც.
გიგონებს მახინჯაური, _
შენი ეზო და ბაღნარი,
დედა ნატრული ცრემლებით
შენს ნაწერ ბარათს დაჰხარის
და მიხარია, რომ შენ ხარ
პირველი გმირი აჭარის.