სარკმელი
ჩემი ფაცხის სულ პატარა სარკმელიდან ვხედავ,
ცის იისფერ კამარაზე ვარსკვლავები სხედან,
სხედან, როგორც ბეღურები ნეკერჩხალის რტოზე,
გვიცქერიან და ფიქრობენ მანძილზე და დროზე.
ზოგიერთი ჩაქრა ალბათ მილიონ წლის წინათ,
მაგრამ შუქი სიშორეში ისევ ცოცხლად ბრწყინავს,
ასე უნდა იყო შენაც, კაცის ყოფნის ბედო,
ერთი ღერი სხივით მაინც ჩვენს შემდეგაც ენთო.