კილაძე მაია
გაზიარება

* * * "მაშინ, როდესაც" 

მაშინ,
როდესაც მკითხავი ამარიდებს თვალს
და მეტყვის, რომ გზებმა მიატოვეს ხელისგულები,
მაშინ,
როდესაც შევხედავ სარკეს და ვიტყვი,
რომ გზებმა, რომლებმაც მიატოვეს ხელისგულები,
იპოვეს სახე,
მაშინ,
როდესაც ავარიდებ თვალს საკუთარ თვალებს,
შენ
ისევ დატოვებ კვალს, რომელსაც საღამოობით მიჰყავხარ
შინ
და იტყვი,
მერე რა, თუ გზებმა მიატოვეს ხელისგულები,
შენ მიდიხარ შინ
და
შინ ვარ მე

??????